ჩვენი ფორუმი
პარასკევი, 27.12.2024, 04:04
მოგესალმებით სტუმარი | მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი წერილი · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძიება · ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
პოეზია
Gio-beroთარიღი: სამშაბათი, 17.07.2012, 10:39 | პოსტი # 76
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
Quote (giogio1983)
vaa ra poeziis sagamo gagvimartia 3 clis cin ra aris vaimee amdeni calia es porumi arsebobs da ak viakvit xolme ? :))) xmmm :D:D:D

ჰო გიო ჰო :( გული მწყდება....


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
bekakhojavaთარიღი: კვირა, 29.09.2024, 13:59 | პოსტი # 77
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებელი
პოსტები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დაქვრივებული ქისტის ქალის ნანა

მამაშენი მტრებმა მოკლეს გუშინ,
დაიხსომე,
დაინერგე გულში:
გაიზრდები და მაგიერს უზღავ!
რომ იცოდე: რა ვარამსა ვკვნეტავ…
ერთი კვირით კაცად ვიქცე ნეტავ!..
ავახ,
ალახ,
რისხვის ცეცხლი მნუსხავს…
რად გედება, შვილო, ოფლის ნამი,
იქნებ ჯვარი შენც გაწუხებს მამის,
ან შეგაკრთო მკვდარი მშობლის ხმამა…
შუაღამის სუნთქვა მოაქვს ნიავს,
ყელს შეგაბამ გულში გავლილ ტყვიას –
ეს ის არის, რომ განგმირა მამა…
ემაგ ტყვიით უნდა მოჰკლა მკვლელი!
გაიზარდე,
გამოიღე ხელი:
იაბრეკე, –
მთებია…
და ტყეა…
ხოლო, შვილო, თუ გამოხვედ ტრელი,
თუ ახარე მოსისხლე და მტერი,
მაშინ შენვე მოგხვდეს ეგე ტყვია…

გაბრიელ ჯაბუშანური

ზოგადად, ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე გაბრიელ ჯაბუშანურის კრებული "ჰოი, ღილღოს დაბურულო ცაო" და ერთ-ერთი საუკეთესო კრებულია, რაც წამიკითხავს, ყველას გირჩევთ.


პოსტი შეცვალა bekakhojava - კვირა, 29.09.2024, 14:01
 
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
ძებნა:

საიტი შექმნილია გიორგი ბერაძის მიერ © 2024 Website builder - uCoz
WWW.BERADZE.UCOZ.NET