ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ.. როგორ გითხრა?- არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ, მოგისმენ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს. გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა, უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა... გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე, მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია...
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც გიცდის. ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის, ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება ვიცი და მაინც გიცდი. ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი, მარტო არ დამტოვებ ვიცი. ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ ვიცი და ამიტომ გიცდი..
დამატებულია (06.01.2009, 15:46) --------------------------------------------- სტიროდნენ ერთად ჭიანურები და სალამური ტკბილი ხმიანი; სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები, თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.
და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ, როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში. ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ.. მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
დამატებულია (06.01.2009, 15:48) --------------------------------------------- გახსოვთ, ვიყავით ერთად დღე-ღამე, ვარსკვლავებს ფიქრებს ვუზიარებდით, მთვარეც გვიცქერდა ხან თქვენ და ხან მე, მზე დაგვნათოდა... ვუნიავებდით...
გახსოვთ, რამდენი ცრემლი გვდენია, ხან ვერ გვიძლებდა ვეღარც ცხოვრება, ჩვენს სულებში ხომ დუღდა გენია, ჩვენი სიბრიყვეც გემახსოვრებათ...
გახსოვთ, მესროლეთ მაშინ ის გუნდა თუმცა მეტკინა მაინც მომცილდა, გემახსოვრებათ ჩვენი იუდა, -ჩვენს იესოს რომ ლოყას კოცნიდა...
-გახსოვთ ყვავილებს როცა ვტკეპნიდით? -მინდორზე წოლა, თავდავიწყებით? მე საუკუნო ძმობას შეგპირდით, მე არასოდეს დამავიწყდებით!
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია ტოტებზე აწვდილი. ჩემი სიყვარული სიმღერის ჰანგია ნაზი და ხმატკბილი. რაც უფრო კეკლუცობ, რაც უფრო ლამაზობ, ნაზად იმზირები. უფრო ვიძირები მე შენს სიყვარულში, უფრო ვიძირები. მანამ მეყვარები, ვიდრე არ დაცხრება დრო-ჟამის ქარები. ვიდრე კლდე დადნება, ვიდრე ზღვა დაშრება მანამ მეყვარები. სადაც არ წავიდე ცხოვრების გზებით და ცხოვრების მრუდებით. გჯეროდეს ისევ შენ დაგიბრუნდები, შენ დაგიბრუნდები! "თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი, ყველაზე სათნო სიყვარულია"
Mxolod amas gtxov,gemudarebi, nu damiviwyeb shegiyvardebi. Amodi xolme chems samarestan[ da daalage TETRI VARDEBI, ratom TETREBI? gagikvirdeba mash tu ver xvdebi, damigde yuri... TETRI VARDEBI sidzulvils nishnavs, shen xom me gdzuldi da ar giyvardi. samagierod chems samarestan dagxvdeba erti WITELI VARDI, shen is mowyvite da wamoige, iqneb mixvde rom dzlier M I Y V A R D I! ! !
ღმერთო, მაპატიე აპათია, რაც კი მაბადია -მაპატიე... ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს, ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს. თორემ უშენობა უმზეოა, არ ვიცი, ასეთი უმწეო ვარ... ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები ... მე მივატოვე მზის შენობა, ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა იქნებ გამახსენო?... გამახსენე ყველაფერი თავიდან ამიხსენი შენი სამი ცალი სამოსელი ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი. იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი... უფალო,მე კი არა შენ იყავი.
vaa ra poeziis sagamo gagvimartia 3 clis cin ra aris vaimee amdeni calia es porumi arsebobs da ak viakvit xolme ? :))) xmmm :D:D:D George Beradze Rolandovich must be ferst!!!!