ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა, ტკივილიანი ცრემლები ცრიან. ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით, ანდა შევხვდებით ძალიან გვიან. ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს, გული იმედებს კვლავ ჩაისახავს, მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო, ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ! სანამ მიშფოთებს სულს მოგონება, სანამ ბოროტი ქარები ქრიან და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით, იქნება უკვე ძალიან გვიან...
შენი სიყვარულით გაბრუებული დავეხეტები გზა აბნეული, შენი სიყვარულით გაწამებული ღმერთს ვევედრები გამწარებული: უფალო ღმერთო, გთხოვ გამიმართლე ეს სიყვარული და თუ ოდესმე რამე გთხოვო აღარ მაგირსო მე სიხარული. როდის დადგება ის ნანატრი დღე როდესაც შენ მე შეგიყვარდები, ეს უკვე ალბათ აღარ მოხდება და ეს ოცნებაც რჩება ოცნებად, ოცნება რჩება ისევ ოცნებად ნატვრა კი დარჩა აუხდენელი...
სადმე მიპოვე შენს ოთახში ჩუმად,ალერსით. იქნებ კედელზე გაელვებად გადავიარე. იქნებ მთვarე ვარ ვარსკვლავებში ამონალესი, იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი სუსტი ნიავი. კარგად მოძებნე ჩემი თავი ყველა საგანში, იქნებ სარკეში დამინახო, იქნებ თაროზე და კოცნის გემო მოგივიდეს, იქნებ მადაში, თვალებს ფერები გამოსტაცო საავგაროზე. მთელი წინა დღის ისტორიას ყვება მაგიდა გაშილი ფურცელზე გაფანტული მშრალი ფრაზებით... ნუთU არ მეძებ?ჩემი პოვნა იქნებ არ გინდა? მაშინ კარებზე ურდულივით ჩავირაზები და არ გაგიშვებ არასოდეს არცერთ სიზმარში არცერთ ოცნებას არ დაგაცდი, რომ იოცნებო. რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას დილით ცის მარში? რომ არ მომძებნო? არა ამას მე ვერ ავიტან. გადააქოთე მთელი სახლი მიპოვე სადმე, იქნებ წამი ვარ საათზე რომ უკვე გავიდა, იქნებ სანTელი სდაცაა რომ უნდა დადნეს. სადმე მიპოვე სულერთია, გინდაც უხეში, ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად ამომიყვანო; მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში, იქნებ გაკოცო მოგეხვიო და შეგიყვარო. იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
ისევ მონატრება...ისევ სინანული....ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი... რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ახლაც შენზე ვწერ... მაინც შენზე ფიქრები მატკიებს თავს....და გულს.... იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული... იცი რატომ?...არც მე ვიცი.... ფიქრი ძნელია?...ძალიან...თან უშენოდ... დრო ნელია?...ალბათ არც მიდის.... წამები...წუთები.....ერთი, თუ ორი საათი...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი...იმით, რომ შემეძლო მეცქირა შენი ნაღვლიანი თვალებისთვის.... ...ჩუმად ვბუტბუტებ შენთვის ნაჩუქარ ფრაზებს....ისევ ისე მენატრები... იცი რა მსურს?... შენთან ყოფნა.... იცი რას ვგრძნობ?...უაზრო და ტკივილიან მონატრებას... იცი რა ვიცი?... რომ მიყვარხარ და მეყვარები.... შენ კი?...ალბათ ძველებურად აღარ გენატრები.....
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას. არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი. რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა! მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები! თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი. ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი! ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად. ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?! იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ... ~თუ მოგენატრები, თვალდახუჭული რომ იყო, ჩემი ლანდი მოვა შენთან... ~თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და ქვებზე ფეხშიშველ მორბენალს დამინახავ... ~თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გამოგეპასუხები... ~თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახებაში შეიცნო უნდა ხატება ჩემი... ~თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე... ~თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრი ღრუბლებით დაიხატება... ~თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე, ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან... ~თუ მოგენატრები...
სულ ბრძოლა, ბრძოლა, გამუდმებით უცხო ჭიდილი, შინ ხარ თუ გარეთ მოდუნების არ გაქვს უფლება. ან, უნდა თქვა!.. და აღიმართოს ათასი ძალა, ან, ჩუმი სვლებით იმოქმედო, ისე - უთქმელად.
რამეს აკეთებ, პასუხს გთხოვენ - "რას", "რატომ", "როგორ", ყოველ ნაბიჯზე ეკლებივით გებლანდებიან. ასჯერ გაზომავ, ერთხელ გასჭრი?! - ამას ვინ გაცლის, "სულსწრაფობა" და "მომსწრეობა" იქცა გენიად.
დრო უდროობას ჩივის ისევ, არ სჩანს საშველი ყველა თავისკენ ქაჩავს ვიწრო საბნის კიდეებს, ყველას სურზს "ზენიტს" მიაღწიოს , მაგრამ არავინ არ ეძიება ცად აღმავალ ვიწრო კიბეებს.
ყველას ნახტომით უნდა მისვლა დათქმულ მიზნისკენ, ზოგი ერთმანეთს აბიჯებს და უმიზნოდ ხტება, და ავიწყდებათ "უსაძირკვლოს" ნიავიც მოსწყვეტს, ის, რაც ადვილად მიიღწევა ადრევე ქრება.
სულ ბრძოლა, ბრძოლა,გამუდმებით უხმო ჭიდილი, ნიღაბ აკრულებს ჰკითხო ვინ ხარ? - არ გაქვს უფლება. გადაიღალა სული ბრძოლით, დავით, დარაბით... სად ჰპოვოს სრული სიმშვიდე და თავისუფლება.
ძნელია, ერში იცხოვრო და ჰგავდე მონაზონს, არადა იცი ყველაფერი წარმავალია.
რბილ დივანში ჩაფლულს უცნაური ფიქრები, გაურკვეველი წადილი ყელზე ეჭდობა. რამით უნდა გამოხატოს ეს ყველაფერი, რომ ჩამოიწყვიტოს, ჩამოიოშოროს და დააგდოს თორემ ცოტაც და მოახრჩობს.
ფუნჯი და მოლბერტი აიღო. ტილოზე გადაიტანს ყველაფერს. არაფერი არ გამოსდის. რითი მოიტყუოს უკან მუზა? უკვე იცის პასუხი. . . დასალევს ვერ პოულობს. ალბათ მამამისმა გამოუყვანა წირვა.
თვალი ვიტრინისკენ გაეპარა. ბევრი ლამაზი ბოთლი აწყვია. მამა ამათ მთელი ცხოვრება აგროვებს. ერთ-ერთს ცოტას მოაკლებს და წყლით შეცვლის.
– “რას გაიგებს? ცხოვრებაში ამის გამხსნელი და დამლევი არაა. ნეტავი რად უნდა. მაგ ჩემისას სულახან-საბას იგავი მაინც არ წაუკითხავს დამარხული ოქროს უსარგებლობაზე?”
ასეც მოიქცა. არ უშველა, მაინც ვერ გამოსახა ემოციები. იქნებ რაიმე დაეწერა?
უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა.
– “მე? დავწერო? რა უნდა დავწერო? წერა? წერა ხომ გმირობაა! წერა დიდი გმირობაა. ვგავარ ახლა მე გმირს? რა ვიცი, რა ვიცი. არა, არ დავწერ. არ დავწერ იმიტომ, რომ. . . მეშინია. მეშინია, რომ გამასამართლებენ. მეც ისევე გამასამართლებენ როგორც სოკრატე გაასამართლეს. გამასამართლებენ ისე, როგორც პატარა ბავშვები ასამართლებენ ექიმს!”
უცებ უკნიდან ბოხი ხმა მოესმა:
– ”მერე და შენ არ იცი, რომ არავითარი ავტორიტეტი არ უნდა ბატონობდეს გონებაზე? პირიქით, გონება უნდა ბატონობდეს ავტორიტეტზე და უჩვენებდეს მას გზას!”
გაიხედა და გაოგნდა. პატარა ანგელოზივით ბავშვი გამჭოლად მისჩერებოდა.
დაიბნა. . . საიდან მოხვდა მის ოთახში პატარა ბავშვი ღამის ოთხ საათზე? ან საიდან ამ სამი წლის ბავშვს ლუი არმსტრონგის ვოკალი? უცებ გააცნობიერა, რომ წესით უნდა შეშინებოდა, მაგრამ შიშის გრძნობა არსად ჩანდა.
– ”ვინ ხარ?” – ”სიკვდილი. . .” – უპასუხა პატარამ. – ”უცნაურია, მე ცოტა სხვანაირად წარმომედგინე…” – ”ეეეე, გაატრაკეს რა ამ ჰოლივუდელებმა, ამ ბოლო დროს ყველას ჰგონია, რომ ბრედ პიტივით გამოვიყურები.” – ”წარმომიდგენია ქალიშვილები რა გულდაწყვეტილები მოგყვებიან.” – ”ბიჭო, ხორცშესხმული სიკვდილი გამოგეცხადე და კიდე ღადაობის ხასიათზე ხარ?!” – ”დააფასეთ სიცილი. რაც არ უნდა ბევრი იყოს ამქვეყად, ის ზედმეტი არასოდეს იქნება. ეტო ნე ია, ეტო სოკრატ!” – ”ერთ რამეს გეტყვი. ხუმრობა ზომიერად უნდა იხმარო, როგორც მარილი, თორემ ფეხებს წაიმტვრევ.” – ”სიკვდილი მესტუმრე და ფეხებზე მანერვიულე ახლა. ისე, რომ იცოდე, სიკვდილში პირადად მე ბევრ დადებითს ვხედავ. აი მაგალითად: როცა მოვკვდები მაშინ ხომ მაინც შევიცნობ ჭეშმარიტებას? გავიგებ რა არის და როგორ არის სინამდვილეში. მართალია თუ არა ყველაფერი ის, რასაც მამა ბასილი სულ ძალით ტენის თავში საცოდავ სექტანტებს. უამრავი კითხვა მაქვს! ” – ”მერე და რად გინდა ამდენი რამის ცოდნა? ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები თორემ უმეცარი დარჩები. ეგაა თქვენი, ქართველების უბედურება. ვეღარ შეიგნეთ, რომ ბრძენია ის, ვინც იცის – საჭირო, და არა ის, ვინც იცის ბევრი.“ – ”ასეა თუ ისე, ჩემი ბედი ამ ყველაფრის დროზე ადრე გაგება ყოფილა.”
ბავშვმა საზარელი ხმით გადაიხარხარა:
– ”რა ბედი, რის ბედისწერა. შენ რა, ბედისწერის გჯერა? ბიჭო, ძნელბედობაც ხომ კარგი ბედი გვგონია, როცა მისი დასასრული კარგია? ბედისწერის იცი რა კატეგორიის ხალხს სჯერა? ეხლავე გეტყვი: ბედისწერის სჯერა იმას, ვისაც პასუხისმგებლობის ეშინია. ვისაც ეშინია ყოველი მომდევნო ნაბიჯის, ეშინია სიახლის. მაგათთვის ვიღაც ბედის მჭედავის ხელში მარიონეტებად ყოფნაა მანუგეშებელი, რათა მერე თავისი შეცდომები იმ ვიღაცას გადააბრალონ.” – ”ისე მართალი ხარ. დაჯდებიან საჭესთან ღორივით გალეშილები, დაინვალიდდებიან, მერე კი თავს ინუგეშებენ და ბედისწერას აბრალებენ ყველაფერს, ასეთი ბედი მქონია, სად გავექცეოდიო. შეჩემა მთვრალი თუ დაჯდები მანქანაზე აბა სხვა რანაირი ბედი გექნება?” – ”ჰმ, უგუნურს არ გავხარ. არ მიყვარს უგუნურები. უგუნურები არ ცოცხლობენ. მათი სიცოცხლე ნელი სიკვდილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ტირილით მეგებებიან ხოლმე, ენანებათ აქაურობა. დაბერდებიან, დამახინჯდებიან, ცოცხლად დალპებიან და მაინც ტკიპებივით ეპოტინებიან სიცოცხლეს. მე კი ყოველთვის ვთვლიდი, რომ სილამაზე არის დედოფალი, რომელიც ძალზე ცოტა ხნით ბატონობს.” – ”კი, ასეა. საუკეთესოები ახალგაზრდებად კვდებიან.” – ”შენ არ გეშინია სიკვდილის?” – ”ადრე მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ სიკვდილი ბოროტებაა, ეს ღმერთმა დაადგინა. სიკვდილი ლამაზი რომ ყოფილიყო, თვითონ ღმერთიც ხომ მოკვდებოდა. უი, შემთხვევით მახინჯი გიწოდე. . . (ხითხითით) ახლა კი უეჭველი ჯოჯოხეთში მოვხვდები!” – ”ნუ გეშინია, არსადაც არ მოხვდები. უფრო სწორად ვერ მოხვდები. იცი რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს, არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი. ჭკუა რომ გქონოდა ამას თვითონაც მიხვდებოდი.” – ”აბა აქედან სად წავალ?” – ”არსადაც არ წახვალ. უბრალოდ გაქრები. შეწყვეტ ბიოლოგიურ არსებობას.” – ”მაბოლებ არა? არ გამოგივა. ახლა ღმერთთან წავალ.” – ”ჰა, ჰა, ჰა! ვისთან? ღმერთთან? რა იცი შენ ღმერთის შესახებ? შენ რა, ღმერთი ვიღაც წვერებიანი ბაბუ გგონია, მაღლა ღრუბლებში, ყველაფერი წინასწარ რომ იცის? საიდან ასეთი გულუბრყვილობა? ცოტა ლოგიკურად იაზროვნე რა. აი თუნდაც დიდი წარღვნა ავიღოთ. ხომ ამბობ, რომ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის? მაშინ ისიც ხომ წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ოდესმე ადამიანი იმდენს შესცოდავდა, რომ წარღვნა გახდებოდა მოსავლენი? რატომ არ დააკავა ისინი ცოდვათაგან?” – ”იმიტომ, რომ იგი ჩვენ არჩევანის საშუალებას გვაძლევს.” – ”კი, მაგრამ მან ხომ წინასწარ იცის ყველაფერი. აქედან გამომდინარე ეცოდინებოდა ისიც, რომ ადამიანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოდვას მიანიჭებდა უპირატესობას. მაშინ რაღა აზრი ჰქონდა ყველაფერს?” – ”მდაა. . . პარადოქსია.” – ”არ არსებობს ეგ ღმერთი ბიჭო!!! ღმერთი შენში არსებობს! ღმერთი სინდისია, ღმერთი ნამუსია. ღმერთი ყველა ადამიანშია! შენ ხარ შენი თავის უფალი. რელიგიური წიგნები ისევ ადამიანის შექმნილია. ეგ არის ბრბოს და მასის მაკონტროლებელი მორალური კოდექსი, რათა ისწავლოთ ცუდის და კარგის გარჩევა. ყვერებით რომ არ დაკიდოთ მოყვასი თქვენი. . .” – ”მოიცა, მოიცა. თუ მართლა არაფერი არ არსებობს შენ აქ საიდანღა მოხვედი?!”
ბავშვს გაეღიმა.
– ”არც მე არ ვვარსებობ, გეჩვენები.” – ”როგორ თუ მეჩვენები?” – ”როგორ და ასე. გეჩვენები. შე ჩემისავ ნახევარი ბოთლი “აბსენტი” ჩაცალე და გიკვირს ჰალუცინაციები რომ დაგეწყო? – ”არა! არა! სტყუი! და მე შენ დაგიმტკიცებ, რომ სტყუი!!!”
მან ელვის სისწრაფით გამოაღო ფანჯარა და დაბლა გადაეშვა. წამი თითქოს საუკუნე გაგრძელდა. იგი ფიქრობდა, მას უხაროდა, დიახ, უხაროდა. . . ქვემოდან ხედავდა თავისი ოთახის ფანჯარას, რომელიც თანდათანობით სულ უფრო და უფრო შორდებოდა. ფანჯრის რაფაზე მდგომი პატარა ლანდის ირონიული ძახილი აცილებდა ასფალტამდე:
– ”ჭეშმარიტად დიდია ადამიანი, რომელმაც შესძლო თავისი დროის დაპატრონებააა!!!”
დაცემა…
უცნაურია, ასფალტი წესით უფრო ცივი უნდა ყოფილიყო. . . ბიოლოგიური არსებობის გაწყვეტა კი უფრო მტკივნეული. . .
– ”რა ხდება???”
თავი წამოსწია. ისევ თავის ოთახში იმყოფებოდა.
– “რა უცნაური სიზმარი იყო?” ჩაიბურტყუნა და წამოიზლაზნა.
ანგრეულ მაგიდაზე ნახევრად ცარიელი “აბსენტის” ბოთლი იდო. ჯერ კიდევ სველი ტილოდან კი უცნაურად მომღიმარი პატარა ბავშვი იმზირებოდა
სამოსის ჩუმი შრიალით ჩაიქროლეს გონების ხვეულებში მუზებმა. ნეტავ რამე თუ დამიტოვეს?.. სიო ისე ნაზად უბერავს, და მაინც, მე სულ სხვა რამის თქმა მსურდა… …ქუჩაში მიდიოდა ე ს დინჯად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. მიაბიჯებდა… ირგვლივ არფერს აქცევდა ყურადღებას...შეაღო კარი და შევიდა. დაჯდა თავის საყვარელ კუთხეში-ფანჯარასთან, პიანინოს გვერდით და საყვარელი ანანასის წვენი მოითხოვა. შემდეგ, წესისამებრ წიგნი გადაშალა და კითხვას შეუდგა. შიგადაშიგ საათს დახედავდა. წვენს მიირთმევდა. მალე წიგნი დახურა და მიმტანს რაღაც უთხრა,- ახლა დესერტი მიართვეს. უცნაური, მშვიდი დღე იყო. სხვა დღეთაგან განსხვავებით ნაკლები ზუზუნი ისმოდა. კარი გააღო და შევიდა ი ს … შევიდა და ისე რომ პიანინოს კუთხისკენ არც გაუხედავს, საპირისპირო მაგიდასთან მივიდა, მანდილოსანს მიესალმა და ჩამოჯდა. ამასობაში ე ს დესერტს მიირთმევდა და კვლავ დახედა საათს. ი ს - არ შეუმჩნევია. კარი კვლავ შეაღეს… შევიდა და პიანინოს გვერდით მდგომ მაგიდას მიუახლოვდა. როგორც ჩანს მოუბოდიშა… შემდეგ, ღიმილი, ხელში ხელი, ალერსიანი კოცნა და… …ბევრი ისაუბრეს ა მ და ი მ მაგიდასთანაც, მაგრამ სალაპარაკო, საბოლოო ჯამში, ამოიწურა და წმოდგნენ. კარებთან შეხვდნენ ერთმანეთს. ა მ ა ნ ა ც და ი მ ა ნ ა ც თავები დახარეს. ჩუმად ჩაეღიმათ. ალბათ რაღაც მოაგონდათ, გაახსენდათ. მოკრძალებული სალამიც ითქვა…შემდეგ გაიყარნენ: ე ს ე ნ ი აღმა აუყვნენ ქუჩას, ი ს ი ნ ი - დაღმა. მეწყვილეებმა არაფერი იცოდნენ, თუმცა გრძნობდნენ- არ უნდა ეკითხათ… ცხოვრებაში სხვები… ალბათ ორივემ დღე წარსულზე ფიქრში გაატარა, ლამაზ ფიქრში და მათ არ იცოდნენ, რომ მე, იქვე, იასამნის ბაღში ვიჯექი, ყველაფერი დავინახე და მივხვდი ვინ იყო ე ს და ვინ იყო ი ს …
გიორგიმ და მარიმ ერთმანეთი ქორწილში გაიცნეს, ანის და გიგის ქორწილში, ორივენი მეჯვარეები იყვნენ. ერთმანეთი ძალიან მოეწონათ, ორივენი კარგები იყვნენ და ერთი ნახვითაც შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ. რამოდენიმე თვის შემდეგ ერთმანეთს გამოუტყდნენ სიყვარულში, ერთი წელიწადი იყვნენ შეყვარებულები, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მარი ერთ ბიჭს უყვარდა - რაჯის, რომელიც ცდილობდა მარი და გიორგი ერთმანეთს დაეშორებინა, შეეძლო კიდეც. მარი მარტო იყო სახლში, როდესაც თავს ქურდები დაესხნენ და ერთ-ერთმა მათგანმა გააუპატიურა. მარიმ ამოიცნო ეს თვალები, მაგრამ დამალა, ეშინოდა გიორგი მიმატოვებსო, ცოლად არ გავყვები, არ გავაუბედურებ, მაგრამ მაინც მეყვარებაო... რაჯიმ რომ არაფერი ცვლილება ნახა მათ შორის თვითონ უთხრა გიორგის ყველაფერი. გიორგიმ არ დაიჯერა, ეს დამცირება ვერ აიტანა, სინიაკი დაამჩნია თვალებზე, დააბრმავა. გაავებულმა გიორგიმ მარის პაემანი დაუნიშნა, მარიმ უცებ ანას დაურეკა და უთხრა: - მგონი კარგ ხასიათზე არ არის გიორგი, რაღაც აღელვებული ჩანდა და პაემანი დამინიშნა. - მარი ! ძალიან გთხოვ ფრთხილად, ცოლობაზე არ დათანხმდე ხომ იცი?...ან იქნებ პრობლემები აქვს უბრალოდ და სურს შენთან გადაწყვიტოს, მაგრამ შენ ფრთხილად, შენ რამე არ წამოგცდეს, თავი სამუდამოდ არ დაიღუპო...დაარიგა აღელვებულმა ანამ - ანა იქნებ რაჯი ჩაერია? ( ტირის მარი) და ყურმილი გაუვარდა. ანა მოვიდა სახლში, დაამშვიდა და უთხრა მოწესრიგებულიყო და წასულიყო შეხვედრაზე მიდის ტროტუარზე და გრძნობს, რომ ცუდი უნდა მოხდეს...ხეები ჩურჩულებენ, თითქოს აფრთხილებენ, თითქოს ამბობენ: - " საწყალი მარი". მივიდა გიორგისთან, იმ ადგილზე, სადაც დანიშნეს პაემანი. გიორგიმ დააჯინა მარი და თვითონაც დაჯდა. არაფერს ეუბნება...მარის უნდა შეეკითხოს რაღაც და...გამოჩნდა რაჯი. იქვე გული წაუვიდა მარის და რომ გამოფხიზლდა საავადმყოფოში აღმოჩნდა, ირგვლივ მეგობრები დასტრიალებდნენ, მათ შორის ანიც, მაგრამ " ნაცნობი ბიჭები" ვერსად ნახა. გავიდა ერთი თვე, არსაიდან ჩანს გიორგი, არც რაჯი, რომ რაღაც მოუხერხოს, სამაგიერო გადაუხადოს ამ " მტერს" . არ რეკავს გიორგი...დიდი ხანია არ უნახავს და არც მისი ხმა გაუგია...ენატრება...ო, როგორ ენატრება...უყვარს სიგიჟემდე, მაგრამ მას ხომ არ უყვარს? - " სხვა შეუყვარდებოდა ალბათ და ჩემზე არც კი ფიქრობს" - ასეთ ფიქრებშია მარი და...დარეკა ტელეფონმა, თითქოს ნაცნობი ზარია, თითქოს ელოდა ამ ზარს. - ალო! და მოსიმინა რაჯის ხმა, დამცინავი სიტყვები. - არ გინდოდი?აწი არც მე მინდევხარ და არც სხვას! გაითიშა...დადო...დაწვა...იტირა...სიცხემ აუწია...ცუდადაა...წერს რაღაცას... ...აქეთ გიორგი თავის ჭკუაზე არაა. იმ დღიდან ქალებში დადიოდა, იქნებ გული გადავაყოლოო, მაგრამ მაინც იჩინა თავი სიყვარულმა, ნერვებზე იშლებოდა, ყოველდღე მთვრალი დადიოდა, ალკოჰოლმა არ უშველა...სურათები ჯიბით დაჰქონდა, აინტერესებდა მარის ამბავი, ენატრებოდა, მაგრამ " ვერ იტანდა" , მთელი ქვეყანა სძულდა, თავის თავს ვერ სცნობდა სარკეში, ასეთ სიტუაციაში იყო ერთი თვე. ერთ დღეს დარეკა ტელეფონმა, აიღო გიორგიმ, მაგრამ ვერ გაბედა ხმის ამოღება და დადო, ვერც იცნო ხმა, " ვიღაცას" არ ათქმევინა სიტყვა... ეშინია...ვისი ან რისი?...სიცოცხლის. 4-5 დღის შემდეგ, გვიან რეკავს ტელეფონი, გიორგიმ თავს სძლია და... - გისმენთ. - ალო...გიორგი, გიორგი შენ ხარ? არ დაკიდო! - ო - არ უპასუხა. გიორგიმ იცნო დაქალი. მეორე დღეს ისევ. - გისმენთ. - გიორგი საბოლოოდ მოდი მარისთან, ძლივს წარმოსთქვა ტირილით და გაისმა გაბმული ზარის ხმა. გიორგი აღელდა. არ იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა - საბოლოოდ...თითქოს რაღაც მოაგონდაო და გავარდა ქუჩაში. უცებ აღმოჩნდა მეოთხე სართულზე, მეხუთე სართულზე კივილია. - მარი, მარი (აირბინა კიბეებზე) - რა მოხდა? სადაა? მიბრუნდა და კუბოში ჩაწოლილი მარი დაინახა, ელდა ეცა, გაშეშდა, ვერ გაინძრა. უცებ გამოცოცხლდა, მივარდა მარის, ნჯღრევა დაუწყო, ყვირილი მორთო, ბღაოდა...ვერ დაამაგრეს... მერე ანი მივიდა და ხელზე მიუთითა, გიორგიმ მარის ლამაზ, გაყინულ, გათეთრებულ თითებში რაღაც ბარათი ამოიღო და კითხვა დაიწყო: " საყვარელო გიორგი აწი არ შეგაწუხებ, ეს ჩემი ბოლო სიტყვებია. შენ ჩემს თავს მერჩივნე, შენ კი მიმატოვე, მე ცოლობას არ გთხოვდი, უბრალოდ შენი სითბო და სიყვარული მინდოდა, მე ვერ გავხდებოდი შენი ცოლი, რადგან რაჯიმ გამაუბედურა და მან ჩატეხა ჩვენს შორის ხიდი. მე შენ არ გითხარი იმიტომ, რომ არ მინდოდა " ცოტა ხანი " მაინც ჩაშლილიყო ჩვენი ამდენი ხნის ნაგები სიყვარული. იმის მერე ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა და გადავწყვიტე, საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი ამ ცხოვრებისა და მწვავე ფიქრებისაგან და აი შედეგი... მაპატიე თუ რამე დაგიშავე, ზიანი მოგაყენე, მაპატიე, რომ შენს " უმანკოებას" დავადგი ფეხი. აბა კარგად იყავი, ბედნიერი ოჯახი შეგექმნას, მაგრამ არასოდეს დაივიწყო, რომ შენი სიყვარული სამარეშიც მიმყვება...აბა ჭკვიანად, მეორედ არ შეცდე, ჩემისთანა გოგო არ შეიყვარო" . " შენზე უზომოდ შეყვარებული მარი" . გიორგის თვალები აევსო ცრემლებით, გავიდა სხვა ოთახში, წაბარბაცდა, ფანჯარა გაიღო...გადაიხედეს და თავგახეთქილი გიორგი დაინახეს. ვერავინ იკივლა, არავინ ტიროდა, მარი თითქოს იღიმებოდა, გიორგისაც კმაყოფილი სახე ჰქონდა, ანის გული სიხარულით აივსო, რადგან " ისინი" სულ ერთად იქნებოდნენ...რაჯის კი დახვრეტა მიუსაჯეს და კედელს მიანარცხეს. მარი და გიორგი დააქორწინეს. მათმა მშობლებმა კი ტყუპი და-ძმა აიყვანეს და ზრდიდნენ, როგორც მარისა და გიორგის შვილებს...
...ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ...... გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე. ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ გიოც ტიროდა. რადგან ხედავდა ნიას ცრემლებს. რატომ წაართვა ღმერთმა მისი თავი?! მათი სიყვარული ხო მ ცოტა ხნის წინ დაიწყო...
ცოტა ხნით ადრე....
გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავიდა ორი კვირა ნიას არც კი ახსოვდა ის ბიჭი, მან ხომ მისი სახელიც არ იცოდა. ერთხელ დეიდაშვილი დაპირდა რომ კინოში ერთად წავიდოდნენ. ნიამ დაინახა ეზოში მჯდომი იკა, რომელიც მას ელოდა, ახლოს რომ მივიდა იცნო ის უცნობი რომელსაც იმ დღეს შემთხვევით შეეჯახა, არა არ ეჩვენებოდა ნამდვილად ის იყო....
-ნია გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია გიო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს?- შორიდან ჩაესმა ნიას იკას სიტყვები. საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა ფილმიც კარგი იყო. ბიჭებმა ის სახლამდე მიაცილეს. ნიამ მთელი ღამე ვერ დაიძინა, თითქოს რაღაცას გრძნობდა. გიოს კი უკვე უყვარდა ნია, მაგრამ ამის გამხელის ეშინოდა. პირველი იკას უთხრა ამის შესახებ, მაგობარმა მოთმენა ურჩია. გავიდა 2 კვირა გიოს დღითი-დღე უფრო უყვარდებოდა ნია, ის ხშირად ნახულობდა მას, ზოგჯერ სწორედ იმ დროს მიდიოდა იკასთან როცა გოგო იქ ეგულებოდა, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა.ნიამ კი უკვე იცოდა... ამაში მისი დაჟინებული მზერაც არწმუნებდა არც თვითონ იყო მის მიმართ გულგრილი და ელოდა როდის გაბედავდა გიო თქმას. ეს მაშინ მოხდა როცა გიო თავის 20 წლის იუბილეს აღნიშნავდა, ორივე იქ იყო, გიომ როგორც კი გამბედაობა მოიკრიფა ნია ცალკე გაიყვანა, როცა მარტო დარჩნენ გიომ ძლივს წარმოსთქვა: "მე შენ მიყვარხარ ნია" გიოს ეგონა რომ ის გაბრაზდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა და უთხრა: "მეც მიყვარხარ" გიო ამ დროს ყველაზე ბედნიერი იყო, მან გოგონა ჰაერში აიტაცა და დაატრიალა. ყველას ახარა ახალი ამბავი. თითოეულმა იქ მყოფმა მიულოცა და ულევი ბედნიერება უსურვა. მათი ლამაზი, მაგრამ ხანმოკლე სიყვარული დაიწყო. ორივე ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ყოველთვის ერთად იყვნენ უერთმანეთოდ ვერც ერთ წუთს ვერ ძლებდნენ , გიო ნიასთვის ყველაფერს აკეთებდა, საკმარისი იყო გოგონას რამე ენატრა და გიო მაშინვე გააჩენდა. ყველა შეჰნატრობდა მათ სიყვარულს, ჩხუბითაც კი იშვიათად ჩხუბობდნენ, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, ალბათ ასეთი სიყვარული მხლოდ ზღაპრებში თუ არსებობს, მაგრამ ბედნიერებასაც თავისი დასასრული აქვს. დიდ ბედნიერებასაც ყოველთვის დიდი უბედურება მოსდევს... ერთხელ მძინარე ნიას შორიდან ჩაესმა დედის ნათქვამი:" ნია გაიღვიძე, გიო მძიმედა დაჭრილი, ეხლა დარეკა იკამ" გოგონას თავი სიზმარში ეგონა, მექანიკურად აკეთებდა ყველაფერს, ისიც კი არ ახსოვდა როგორ მიახწია საავადმყოფომდე, ყველა მათი მეგობარი უკვე იქ იყო. ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ, ნია დღე და ღამ იქ იყო. გიომ მხოლოდ 2 კვირა იცოცხლა, რამდენჯერმე მოეგო გონს და მხოლოდ ნიას კითხულობდა. გოგონა განადგურებული იყო, ის მაინც იმედს იტოვებდა, რომ გიო გადარჩებოდა, მაგრამ... ღმერთმა ის თავისთან წაიყვანა. გიოს სიკვდილის შემდეგ, ისიც ცოცხლად დაიმარხა, მას უკვე არაფერი აინტერესებდა, მთელი დღე იჯდა და გიოს სურათებს შესცქეროდა, ყოველ წუთს იხსენებდა როცა ის ცოცხალი იყო. –დედმისმა უკვე აღარ იცოდა რა ექნა, ხედავდა რომ შვილი ხელიდან ეცლებოდა მაგრამ ვერაფრით შველოდა. მისი მარტო დატოვება უკვე ეშინოდა. აი ეხლა ამ წვიმიან დღეს ნია გიოზე ფიქრობს, მან უკვე იცის რა უნდა ქნას. ადგა, ფურცელზე მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა დაწერა: " მაპატიე დეე, მე გიოსთან მივდივარ" და... იმედია იმ ქვეყნად მაინც იქნებიან ბედნიერნი..
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი. მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი. მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი. ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი. მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
poezia da rame dzmao chemi saqme araa mara ert leqss chagiqsovt mainc [b]თუ ვერ იპოვე ცხოვრების მიზანი - აზრი, თავის მოკვლა ნამდვილად არ ღირს, თუ გაგცვალა შეყვარებულმა ფულიან ბიჭზე, იმას არ ნიშნავს, რომ მშრალზე იჯდე, თუ გიყურებს ალმაცერად ძველი ძმაკაცი, შესატენი ვისი რა გჭირს ცოტა გამკაცრდი! თუ ფინანსებში ჭაკად გაქვს საქმე და ითრგუნები, შენს ადგილზე თავს პულის მონად არ ვიგულებდი. თუ უიღბლობას ღმერთს აბრალებ საქმეს არ შველის, თავს ნუ მიიჩნევ მათხოვრად, შენ ეს არ გშვენის! თუ დაიძაბე უსაშველოდ და აკანკალდი ლოზუნგს "გაიღიმე" საწოლ ოთახში გავაკრავდი, თუ პრობლემები გიტევენ და ტვინს გიჭყლიტავენ ხელები მოძებნიან, თოკს გაჩითავენ, თავის გასაყრელს რომ გააკეთებ და სკამს ფეხსა კრავ, დაცემის მერე გაგახსენდება - კვანძებს ვერა კრავ, მერე იფიქრებ: რა მეჩქარება სჯობს ნელა მოვკვდე, ცხოვრება ხომ ისედაც პატარაა და ძლიერ მოკლე. ioo