ჩვენი ფორუმი
ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:18
მოგესალმებით სტუმარი | მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი წერილი · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძიება · ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ბერაძეების საგვარეულო ფორუმი » საყოველთაო ფორუმი » საყოველთაო ფორუმი » პოეზია (პოეზია)
პოეზია
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 12:45 | პოსტი # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

heart


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 13:09 | პოსტი # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
უსიყვარულოდ...

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 15:03 | პოსტი # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

ტერენტი გრანელი


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 16:34 | პოსტი # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება...


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 17:07 | პოსტი # 5
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
ambori

იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 17:09 | პოსტი # 6
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს...
ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ..
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია
მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან..
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი?
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი..
იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი..
იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი,
ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი
ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი...
ვინ იცის ახლა განმკითხავი ვინ არის ამის,
ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის,
მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა..
და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...!
მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე..
და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე..
მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი..
ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი..
მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი....
კვლავ გელოდები..მერე რა რომ წასული გქვია..
მაგრამ მე მჯერა..მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან...
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი,
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი!...


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 17:13 | პოსტი # 7
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
_დაარწევ სიმებს ჩემთვის ქალღმერთო?...
გაისვრი ისრებს ჩემთვის აპოლონ?...
_ჩვენ ხომ ბევრი გვაქვს კარგო საერთო
ჩვენ ანგელებმა უნდა ჩაგვქოლონ...
ისე გვიყვარდეს ერთურთი ორვეს
ცაში მცხოვრებთაც ბოროტად შურდეთ,
თუ ეკლის ჯაჭვი გამოაგორეს,
ხელჩაკიდებით ორივე ვუდგეთ!
ირგვლივ მომესმა ჩურჩული ჩუმი,
ვიღაც ამბობდა:"ვისზე წერ ****?"
ო, ჩემი სიტყვა თუ იყო უმი,
ო, მჭკნარი ვარდი ფურცელზე იდო...
ალბათ არც მე ვარ ადამიანი,
არც მეყვარება ცოცხალი გული,
სისხლის წვეთების ამალიანი
საყვარლის კიბეს შორიდან ვუვლი...
მე შემიყვარდა თვით სიყვარული,
და ოცნებათა მთა შეიყარა,
მაშინ მომიცავს კვლავ სიხარული,
თვით სიყვარულმა თუ შემიყვარა...


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 17:14 | პოსტი # 8
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
მიმაგრებული ფაილი: 4608858.jpg (12.3 Kb)


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
natia-beradze21თარიღი: შაბათი, 27.09.2008, 17:52 | პოსტი # 9
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებელი
პოსტები: 15
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ცხოვრება!..
ვარდი უეკლო,..ცხოვრების გზა...
ნუ შეადარებთ,არ გინდათ არ.
და მაინც...
ალი უცეცხლოდ არ არის არ,
ვარდი კი ცეცხლთან ასოცირდება,
ცხოვრების გზას კი ეკლიან ვარდს...
ეკლიან ვარდს ვამსგავსნბთ მას!!!
მწველია...გწვავს,..
მწველია..გწვავს...
ვარდი უეკლო,..ცხოვრების გზა...
თვალი უცრემლო,..გული უბზარო...
არვის უნახავს არ!!!
მე ვარდს ვადარებ ცხოვრების გზას,
გზა,რომელიც ბეწვის ხიდს გავს.
კარგად დაფიქრდი,რა გინდა?!..რა?!..
ცხოვრებას რას სთხოვ რას?!
ვარდი უეკლო,..ცხოვრების გზა...
თუ მოისურვებთ ვარდსაც მოწყვიტავთ,
მწველი ტკივილიც მალე გაქრება,
ვარდი დაგრჩებათ,ცეცხლს რომელიც გავს.
ცეცხლს გავს ჩვენი ცხოვრების გზაც...
მწველია...წვავს,..
მწველია...წვავს...
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 17:53 | პოსტი # 10
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
"ალმოდებული მშვენება მზესი
თვალს მიფარვოდა რატომღაც ჩუმად,
მტვრიან ქუჩებში დაქროდა ქარი...
და აქროლებდა ძველ სევდას მტრულად,

თეთრი ღრუბლები გუნდ-გუნდა თოვლის...
თავს დასცქეროდნენ უნაზეს სიზმარს,
თეთრი ვარდები სამოთხის ბაღის...
ხელს შეახებდნენ მარტის გიჟ წვიმას...

შავთვალა გოგო იებით ხელში
ლაღად ურბენდა ლრჯი ზღვის ნაპირს,
ფრთაგაშლილ ხეებს აჩრდილად ექცათ
ფერდაკარგული ნათება მთვარის

შორს წასულიყო......ლურჯი ზღვის ნატვრა
ცის დასავლისკენ მოჩანდა აფრად,
შორს წასულიყვნენ ღრუბლები ბროლის.....
ცის თაღებს მტრედი სერავდა ლაღად....."


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 17:56 | პოსტი # 11
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...

როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...

იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...

ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...

წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 17:59 | პოსტი # 12
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline

მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ,
მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა,
მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...
მიმაგრებული ფაილი: 1372078.jpg (24.6 Kb)


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 18:19 | პოსტი # 13
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline

მოვა... მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

მიმაგრებული ფაილი: 7604677.jpg (16.3 Kb)


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 18:34 | პოსტი # 14
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline

გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი გაიცნეს,
მთელი ეს საღამო ერთად იცინეს,
ბიჭმა აგრძნობინა გოგოს მოწონება,
წამში მოახსენა მისი მოწონება,
უთხრა მომავალი დიდი მელოდება,
ცხოვრების თანამგზავრი კარგი მეყოლება,
მე მასთან ყოფნა ყოველთვის მენდომება.
გოგონამ იგრძნო რო თავგზა აებნა,
თავისი ფიქრები სულ მთლად გაებნა,
ბიჭსაც ეს უნდოდა გოგონა დაება,
მას კლანჭები გოგონას ჩაება.
მას შემდეგ დაიწყო გოგონას წამება.
გოგონამ არ იცოდა სიყვარული რა იყო,
ცხოვრების ნახევარი ბიჭისთვის გაიღო.
ცხოვრების ბილიკი ორად გაიყო,
ბიჭმა ნახევარი გოგოსი წაიღო.
ერთი ორი დღე იყო ბედნიერი,
მას სხვისი გული დროებით ითხოვა.
გავიდა დღეები, ბიჭს გამარჯობაც აღარ უთქვამს გოგოსთვის,
გოგო ნერვიულობდა, ფიქრობდა და სინანულის ცრემლით ტიროდა.
ერთი დღე გათენდა ძალიან მშვენიერი,
გოგოსთვის სილამაზე იყო წამიერი,
მან თავის სატრფო სხვასთან დაინახა,
გოგონამ იგრძნო რომ ცხოვრებით დაიღალა,
ის სიყვარულით ძლიერ დაიტანჯა.
ახსენდებოდა ბიჭის გამოხედვა, მაცდური თვალები,
ახსენდებოდა მასთან ერთად განვლილი წამები.
გავიდა დრო და გრძნობა გაუნელდა,
გრძნობა რომელიც ბიჭმა გაუთელა.
შემთხვევით გოგონა ძველ სატრფოს შეხვდა,
მის დანახვაძე გოგონა შეკრთა,
მის თვალებს დაეტყო თუ როგორ შეცბა,
ის კიდევ ერთხელ, მეორედ შეცდა.
ბიჭმა გაუბა გოგოს საუბარი,
ისევ დაიწყო ტექსტების ნაუბარი,
გოგონა მწარედ, მწარედ ეჩხუბა,
რადგან ასეთი ბედი ერგუნა,
მან თავის ბედზე თვითონ იზრუნა.
გოგონამ ყველაფერი უთხრა მართალი,
ბიჭს დაანახა სწორი სავალი,
გოგონა მწარედ, მწარედ ატირდა,
მისმა გულმა კი შიგნიდან იყვირა.!!! ;(
ბიჭმა ვერაფერი უთხრა გოგონას,
არ დაუწყია გოგონას თხოვნა.
გოგო ბიჭს კი არა სიყვარულს დაშორდა,
როცა სიყვარულს იგი ლამობდა.
გავიდა დრო და კიდევ შეხვდა ბიჭი გოგონას,
ახლა ბიჭმა იგრძნო დანაკარგი გულის მონობა.
არც შეიმჩნია და გზა განაგრძო,
ორი ნაბიჯი მან ასე განვლო.
ვერ მოითმინა თვალი ჩაუკრა,
გოგონას გული ამით გაქუსლა.
ასე ორივე ფიქრობს ერთმანეთზე,
ორივე ფიქრობს მხლოდ ერთადერთზე,
ბიჭმა უდიდესი შეცდომა დაუშვა,
გოგონას გული ხელიდან გაუშვა.

მიმაგრებული ფაილი: 0880119.jpg (136.4 Kb)


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
Gio-beroთარიღი: შაბათი, 27.09.2008, 19:04 | პოსტი # 15
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
პოსტები: 265
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline

როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს
და მელნის წვეთი კვლავ გაავლებს იისფერ ასოს,
მაშინ მაწვება გულზე დარდი, ტირილს ვაპირებ,
ყოველი წამი იმ დღეების ჩემს გულში მახსოვს...
ჩამავალი მზე ეთხოვება ნაცრისფერ ტალღებს,
ის ყოველ ღამე თავს იკლავს და მერე ფეთქდება,
რომ გვაგრძნობინოს ბუნებისა ჩვენ სილამაზე,
მაგრამ მზის ჩასვლა დღეს რატომღაც ძლიერ ფერხდება
აგერ შორიდან დავინახე უცხო ყმაწვილი,
იგი მოაპობს ბლანტი სივრცის უფორმო ტალღებს,
მირბის უაზროდ, უგზოუკვლოდ, სასოწართვილი
და ჰარმონიას ბუნებისას იგი კვლავ არღვევს

მიმაგრებული ფაილი: 8285144.jpg (116.9 Kb)


იცხოვრე ისე, რომ სიკვდილისას მესაფლავესაც კი დაენანო.
 
ბერაძეების საგვარეულო ფორუმი » საყოველთაო ფორუმი » საყოველთაო ფორუმი » პოეზია (პოეზია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

საიტი შექმნილია გიორგი ბერაძის მიერ © 2024 Website builder - uCoz
WWW.BERADZE.UCOZ.NET